• შპს მაქს ვუდი

  • https://maxwood.ge/
  • მისამართი: ფეიქრები 14 გ , ფეიქრები 14 გ
  • მდებარეობა: თბილისი, თბილისი, საქართველო

მომხმარებლის აღწერა

კომპანია “მაქს ვუდი” 2020 წლიდან ოპერირებს ხის მასალების წარმოებისა და საცალო თუ საბითუმო გაყიდვების ბაზარზე.

ჩვენ გთავაზობთ სხვადასხვა ქვეყნის ეკოლოგიურად სუფთა, ნატურალურ ხის მასალებსა და მისთვის საჭირო აქსესუარების დიდ არჩევანს.
“მაქს ვუდის” მთავარი მოტივატორი არის ხარისხი, ამიტომ ძალიან დიდი პასუხისმგებლობით ვარჩევთ პარტნიორებს სხვადასხვა ქვეყანაში. შედეგად, გვაქვს ეკოლოგიურად სუფთა სამშენებლო და სარემონტო მიზნებისთვის შექმნილი ხის მასალები. ამასთანავე, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი პროდუქტის ფასი ხელმისაწვდომია.
ჩვენი კომპანია დაგეხმარებათ, რომ სახლი, აგარაკი ან ნებისმიერი სამშენებლო ობიექტი გახადოთ ზუსტად ისეთი, როგორიც ჩანაფიქრში გქონდათ.

“მაქს ვუდის” მთავარი მიზანია, მომხმარებელს შესთავაზოს საუკეთესო პროდუქტი არსებულ ბაზარზე, თუმცა, ჩვენი საქმიანობა მხოლოდ პროდუქციის რეალიზებით არ შემოიფარგლება. კომპანიისთვის მთავარია მომხმარებლებთან ჯანსაღი ურთიერთობა, რაც მათი ნდობის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა. მომხმარებელთა აზრი უმნიშვნელოვანესია და ამიტომ ყოველთვის ვითვალისწინებთ მათ რჩევებს.

“მაქს ვუდი” გთავაზობთ ხის მიმართულებით ძალიან დიდ არჩევანს, რაშიც მოიაზრება როგორც თვითონ ხის ნაირსახეობა (ნაძვი-ფიჭვი, ლარიქსი და ა.შ), ასევე მასალების მრავალფეროვნება (კედლისა და ჭერის პანელი, იატაკის ფიცარი, ბლოკჰაუსი, კიბე და მისი აქსესუარები და ა.შ.).

ჩვენთვის თქვენი ნდობა ძალიან მნიშვნელოვანია.