სალესი პერლიტი - აფუებული პერლიტის ქვიშა

  • არ არის მითითბული
  • Published date: 2021/08/03
  • Modified date: 2021/08/03
    • თბილისი, თბილისი, საქართველო

თბოსაიზოლაციო აფუებული პერლიტი აფუებული პერლიტი იდეალური მსუბუქი თბო-ბგერათსაიზოლაციო მასალაა, რომელიც გამოიყენება იატაკების, კედლების, სართულშორის გადახურვების თბოიზოლაციისათვის, მანსარდებსა და სხვენების მშენებლობისას, შენობების დასათბუნებლად, სხვადასხვა სათავსების და საცხოვრებელი ფართების საიზოლაციოდ და აკუსტიკური კომფორტის შესაქმნელად. აფუებულ პერლიტს ტოლი არ მოეძებნება ისეთ მნიშვნელოვან პარამეტრებში, როგორიცაა დაბალი თბოგამტარიანობა და მაღალი ბგერათსაიზოლაციო და ბგერათმშთანთქმელი მახასიათებლები, ერთობლიობაში კი სწორედ ეს ქმნის კომფორტულ პირობებს შენობაში: ზამთარში სითბოს და ზაფხულში - სიგრილეს. აფუებული პერლიტი გამოიყენება მსუბუქი ბეტონების დასამზადებლად - პერლიტობეტონი, რომლის ფოროვან-მარცვლოვანი სტრუქტურა განაპირობებს მის დაბალ თბოგამტარიანობას და მაღალ აკუსტიკურ მაჩვენებლებს. თავის უნიკალურ თვისებებს პერლიტობეტონი შესანიშნავად ავლენს მონოლითურ სტრუქტურებში, ბლოკების, ტიხრების, ფილებისა და ბათქაშის საფარის სახით. პერლიტობეტონი ხასიათდება მაღალი ორთქლშეღწევადობით. ამ თვისების გამო მისგან აშენებული სახლი „სუნთქავს”. 20სმ-იანი პერლიტობლოკის კედელი თავისი თბოფიზიკური მაჩვენებლებით წარმატებით ცვლის თითქმის ერთმეტრიანი აგურის, ან ცივი ბლოკის წყობას, რაც დამატებით ამცირებს მშენებლობის ხარჯს 20-30%-ით. სამთო კომპანია „ფარავანპერლიტი” - საქართველოში ერთადერთი მწარმოებელია ფრაქციონირებული და აფუებული პერლიტის, აგროპერლიტის და ფილტროპერლიტის, რომელიც მიღებულია უმაღლესი ხარისხის ნედლეულისგან და შეესაბამება როგორც დსთ-ს ქვეყნების, ასევე ევროპულ და ამერიკულ სტანდარტებს. 1 კუბის (10 ცალი ტომარა) ღირებულებაა 70 ლარი / 1 ტომარა - 8 ლარი; შპს სამთო კომპანია ფარავანპერლიტი, სათაო ოფისი: საქართველო, თბილისი 0186, ქავთარაძის 27 : +995 32 2917154, +995 32 2917155; 595 017154 ელ-ფოსტა: contact@perlite.ge. www.paravanperlite.ge


მდგომარეობა: ახალი

მსგავსი განცხადებები